თერჯოლის მერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თერჯოლის მერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

9-10-2022, 12:46 - 2022
623
       

თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. 

ამის შესახებ ინფორმაციას Interpressnews-ი ავრცელებს. 

შემთხვევა სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.

გამოცემის ცნობით, ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები