ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
4-10-2022, 09:53 - 2022
252

ჩრდილოეთ კორეის საშუალო რადიუსის ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილს გადაუფრინა.

იაპონიის მთავრობამ კუნძულ ჰოკაიდოზე მცხოვრები ხალხი გააფრთხილა, თავი შეეფარებინათ. დროებით შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლაც.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის რაკეტის იაპონიის თავზე გაშვების პირველი შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ.

იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რაკეტა იაპონიიდან დაახლოებით 3000 კმ დაშორებით, წყნარ ოკეანეში ჩავარდა და არავინ დაშავებულა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჩრდილოეთ კორეის ქმეებები მკაცრად დაგმო და რაკეტის გაშვება "ძალადობრივ ქცევად" შეაფასა.

იაპონიის მთავრობამ, მომხდართან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა