ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ მოსკოვმა უკრაინაში მცირე სიძლიერის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უნდა იფიქროს.
ამ განცხადებას ის უკრაინის მიერ ლიმანში მოპოვებული გამარჯვებისა და ქალაქიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგ აკეთებს.
კადიროვმა მიმართვა ტელეგრამ არხზე გაავრცელა, და რუსი მეთაურები წარუმატებლობისთვის გააკრიტიკა.
„ჩვენ იზიუმი არ გვეყო? მე ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ უნდა ვესროლოთ ჩვენი მოწინააღმდეგის დაჯგუფებებს და საბოლოოდ გავანადგუროთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ჩვენი იარაღი, ჩვენი ტერიტორიების დასაცავად. ჩემი აზრით, უფრო ხისტები უნდა ვიყოთ. გამოვაცხადოთ საომარი მდგომარეობა და გამოვიყენოთ დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი - ესაა გამოსავალი. გუშინ იყო აღლუმი იზიუმში, დღეს ლიმანში უკრაინული დროშა ფრიალებს, რა იქნება ხვალ, რას ჰგავს ეს“, - დაწერა კადიროვმა.