მიწისძვრის შედეგად დმანისის სოფელ შახმარლოში სახლის კედელი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
ზარალის ზუსტ რაოდენობას მთავრობა ითვლის.
„ხალხს ცოტა შიში ჰქონდა, გარეთ იყო გამოსული და ერთი რა ინფორმაცია გვაქვს ეს არის სოფელ შახმალოში მოქალაქის ორსართულიანი სახლის უკანა კედელია ჩამონგრეული, დანარჩენი, ცოტა ხშირია ხოლმე ეპიცენტრი ჩვენთან დმანისის მუნიციპალიტეტში, საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვაქვს, თუ რამე იქნება ზარალი ყველაფერს ავუნაზღაურებთ, ვნახოთ, შევხედავთ“, - განაცხადა დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ღამით დმანისში, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
გამთენიისას, სოფელ სამებასთან კიდევ ერთი, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირეს.
ფოტო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“