„ნიკა გვარამია არის სუპერ პოლიტიკური პატიმარი, სწორედ ამის გამო მოხდა ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარება“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ცივილიზებულ სამყაროში მედიამენეჯერებს არ იჭერენ.
„მე პირდაპირ გეტყვით, ჩემი და სააკაშვილის დამოკიდებულება არ არის მაინცდამაინც ჰარმონიული. უამრავი პრეზიდენტია, იგივე ჟაკ შირაკი, მისჯილი იყო რომ გარდაიცვალა. სარკოზი- მისჯილი აქვს, არ იჭერენ პრეზიდენტებს ასე, არ ათრევენ ციხე-ციხე, მიუსჯიან რაღაცას თუ მართლა დანაშაული აქვს ჩადენილი და შინაპატიმრობით, სამაჯურის წესით იხდის. ეს იცის ცივილიზებულმა მსოფლიომ და როცა მსოფლიო ხედავს, რომ შენ ასე ექცევი მასმედიას, ასე ექცევი ყოფილ პრეზიდენტს და ასე გაქ თავზე ხელი აღებული და მხოლოდ პუტინის დავალებებში ხარ ოპერატიული, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უკვე ქართულ სახელმწიფოს პატივს არავინ აღარ სცემს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ პატივისცემა ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართველი ხალხის მიმართ. ოლიგარქს ელოდება წინ კარგ შემთხვევაში ქართული სასამართლო და მაქსიმალურ შემთხვევაში, მე ვიბრძოლებ ამისთვის, ლეიბორისტული პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლოს მის მიერ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებებისთვის“, - შალვა ნათელაშვილმა.