რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, უკრაინამ „ნატო-ს სანაგვე“ აირჩია.
ამის შესახებ ზახაროვა „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
„სისხლიანმა ყასაბებმა, რომლებიც ქალებს და ბავშვებს კლავენ - ნატო-ს სანაგვეში. ჩვენ კი მომავალში. რთული იქნება? კი. რადგან დაბლა ვარდნა უფრო მარტივია, ვიდრე სიმაღლის აღება. თუმცა თქვენ ხომ გახსოვთ: ცოცვაში ჩვენ ისტორიულად ფრთები გვიშლის. წინ, ერთად, სინათლის სახელით და ღმერთთან ერთად!”, - წერს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი.
ცნობისთვის, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.