ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე - ანუ ეს კაცი ფულს არ გვაძლევს და მითითებებს გვაძლევს?

ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე - ანუ ეს კაცი ფულს არ გვაძლევს და მითითებებს გვაძლევს?

29-09-2022, 23:44 - 2022
477
       

„ანუ ეს კაცი ფულს არ გვაძლევს და მითითებებს გვაძლევს?“, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, „ზეადამიანური გენიალური თვისებები უნდა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო ზარით მართო სახელმწიფო“.

ანუ ეს კაცი ყოფილა გენიოსი? ფულს არ გვაძლევს. მითითებებს გვაძლევს და რა? ის, რომ ეს კაცი ვინმეს რჩევებს აძლევს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ღიმილისმომგვრელია. მაშინ ეს კაცი უნდა ვაღიაროთ გენიოსად. კი, ყველა აღიარებს, რომ მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამას სჭირდება ზეადამიანური გენიალური თვისებები ანუ, ზეადამიანური გენიალური თვისებები უნდა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო ზარით მართო სახელმწიფო. საოცრებაა. წარმოსახვის დონეზეც ვერ გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ის იყოს ჩართული პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები