ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე - კაპიკი ფული არ აგვიღია ამ კაცისგან

ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე - კაპიკი ფული არ აგვიღია ამ კაცისგან

29-09-2022, 23:40 - 2022
494
       

„ის, რომ ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] ვინმეს რჩევებს აძლევს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ღიმილისმომგვრელია - კაპიკი ფული არ აგვიღია ამ კაცისგან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ამასთან, კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს.

ეს კაცი პოლიტიკიდან გავიდა. არამარტო ფაქტს ვერ გვეუბნებიან, როგორაა ის კაცი ჩარეული პოლიტიკაში, აღქმის დონეზეც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ეს. დახურულ შეხვედრებზე ვეკითხებით ხოლმე - როგორ წარმოგიდგენიათ, რას აკეთებს ეს კაცი? რას შეიძლება აკეთებდეს ეს კაცი? კეზერაშვილზე ვიცით, მაგრამ ჩვენ კაპიკი ფული არ აგვიღია ამ კაცისგან. მთელი ამ წლების განმავლობაში კაპიკი ფული არ აგვიღია მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები