დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, ლუკაშენკომ ოკუპაციის კანონი დაარღვია, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
„ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ძალიან შემაშფოთებელია და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან, შესაბამისი უწყების მხრიდან მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.