სალომე ზურაბიშვილი, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, საგანგებო განცხადებას აკეთებს

სალომე ზურაბიშვილი, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, საგანგებო განცხადებას აკეთებს

28-09-2022, 19:30 - 2022
745
       

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ეხმაურება.

ის წერს, რომ  მომხდარს მკაცრად გმობს.

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკასენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. 

ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა
“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები