ბორჯომში, სოფელ ზორეთის მიმდებარედ ხანძარია.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, borjomi.tv ავრცელებს.
ცეცხლი ტყის მასივსა და ბალახზეა გავრცელებული. ტერიტორიაზე ცეცხლის რამდენიმე კერა ფიქსირდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ცეცხლის ჩაქრობას სახანძროს ორი ეკიპაჟი ცდილობს.