რუსთავის მერიის ცნობით, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის ოფიციალურ Facebook გვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.
ინფორმაცია რუსთავის მერიის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
მერიის ინფორმაციით, საკითხს სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ.
„რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ოფიციალურ Facebook გვერდზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა. ამ მომენტისთვის ვერ ხერხდება გვერდის ადმინისტრირება. ჰაკერული თავდასხმის ფაქტს უკვე იკვლევენ სამართალდამცავი ორგანოები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.