ლილუაშვილი - უსმენენ იმას, ვინც მოსასმენია

ლილუაშვილი - უსმენენ იმას, ვინც მოსასმენია

27-09-2022, 23:01 - 2022
476
       

სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსმენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად ამბობს, რომ უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი.

ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ მოსმენები სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება.

იმდენი სისულელე, რაც თქვენმა ხელმძღვანელებმა აკეთეს და ნაირ-ნაირი სცენარები შესთავაზეს ხალხს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება, უფრო მეტად წაასტიმულირებს ამ უმსგავსობას. ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი, ვინ არის აგენტი? იძახით რაღაც სახელებს, გვარებს. ადგებით სახლში თანამშრომლებს... თქვენ რომ ერთმანეთს იწერთ, უსმენთ და ამონტაჟებთ, მაგაზე მეტს ჩვენი სპეცსამსახური არ ამონტაჟებს. რა ახალი საქმე გახეთქეთ ახლა, სუს-ის შენობაში ყოფილა მოსმენების სამსახური. აბა, რა არის სუს-ი? უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა - რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას.

ვინმემ გამოიყენა თქვენ წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ თუ რა? საიდან მოგაქვთ? რომელი კრებსები, სპექტაკლი რომ დადგით აგენტი 001 და აგენტი 007? გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, რომ გადმოგვეცით ის მასალები, რომლებიც ხელთ გაქვთ, რატომ არ აძლევთ? გადაეცით მასალები, თუ გინდათ გარკვევა, მაგრამ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუს-ი. არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან
“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები