„ვარკეთილში ვცხოვრობ ქირით და მაქვს 31- ე ქარხნის გამათბობელი, წამობრძანდით ჩემს სახლში და თუ რაიმე ფულს იპოვით ან ძვირად ღირებულს მიაგნებთ, მზად ვარ გაგიყოთ“,- ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტის კითხვას, რამდენს უხდის მას დავით კეზერაშვილი.
მისი თქმით, ბრალდებები, რომ „ფულზე გაიყიდა“ სასაცილოა და უხერხული.
„მე დეკლარაციას ვავსებ და შეგიძლიათ გადახედოთ, ხაბეიშვილს არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნია, მოძრავი ქონება მაქვს მხოლოდ ერთი - ეს არის ავტომობილი და სხვა არანაირი ქონებები არ გამაჩნია, ვცხოვრობ ვარკეთილში ქირით და მაქვს 31- ე ქარხნის გამათბობელი. წამობრძანდით ჩემს სახლში და თუ რაიმე ფულს იპოვით, ერთად გავიყოთ, თუ რაიმე ძვირად ღირებულს მიაგნებთ, მზად ვარ გაგიყოთ“, - გამაცხადა ხაბეიშვილმა.