ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ერთს ვთხოვდი, „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს

ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ერთს ვთხოვდი, „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს

27-09-2022, 14:05 - 2022
415
       

„ერთს ვთხოვდი - „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან ის აკადემიური კაცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა აცხადებს, რომ ახლა პარტიაში გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს და რამდენიმე ჯგუფია ერთმანეთთან დაპირისპირებული.

როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი „კლანია“ დაპირისპირებული - მელიას და მერაბიშვილის „კლანები“ და ასევეა, ახალაღმოცენებული რაღაც „კლანი, ერთმანეთს დაეტაკნენ. რეიტინგი არ აქვთ და ამას ერთმანეთს აბრალებენ. მათი პრობლემაა, რომ არასწორ მესიჯებზე აკეთებენ აქცენტირებას - რაც ჩვენს მოსახლეობას არ აწუხებს. როცა ადეკვატურები იქნებიან, ალბათ, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ხელჩართული ჩხუბი და ბარდაგი იყო - მეთქი და უარყვეს. ეს კონკრეტულმა დაზარალებულმა თქვა. არ ვიცი, მას მოხვდა მეტი, თუ სხვას. მან თქვა, რომ თურმე, შეხლა-შემოხლა ყოფილა. ეს არის აბსურდის თეატრი. აქამდე პროვოკაციას ქვეყანას უწყობდნენ და ეს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ერთმანეთში არკვიონ“, - განაცხადა ზარქუამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები