ჟორჟოლიანი: მელიას ებრძვიან, რადგან პარტიის შიგნით ძალთა გადანაწილება მიდის

ჟორჟოლიანი: მელიას ებრძვიან, რადგან პარტიის შიგნით ძალთა გადანაწილება მიდის

27-09-2022, 13:15 - 2022
448
       

„ნიკა მელიას რომ ებრძვიან შიგნით, იმიტომ ახლა მიდის შიგნით ძალთა გადანაწილება“, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, როგორც ჩანს, ნიკა მელია არ აღმოჩნდა საკმარისად მონა და „ახლა უფრო დიდი მონაა საჭირო“.

მელიას და მე ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს, ნაჩხუბრები ვიყავით და დიდი ხანი ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, რადგან მას ვეუბნებოდი, რომ გავიგე, რომ შეიძლება მაშინ დიდი პარტიული რესურსი არ არსებობდა, მაგრამ როგორც ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიშასთვის მეტად რომ ებრძოლა, მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი იმიტომ, რომ მე ნიკას ვენდე გულწრფელად.

ადამიანურად იმედგაცრუებული ვიყავი მასზე, მაგრამ დღეს ნიკა მელიას რომ ებრძვიან შიგნით, იმიტომ არ ებრძვიან, რომ „შენ ბიჭო, მიშას გვერდით არ დაუდექი და რაღაცები შეგეშალა“, არა, არც ის ადამიანები არ იდგნენ მიშას გვერდით თავის დროზე. ახლა მიდის შიგნით ძალთა გადანაწილება. ეტყობა ნიკა მელია არ აღმოჩნდა საკმარისად მონა, ეტყობა ახლა უფრო დიდი მონაა საჭირო.

3-4 თვის წინ, როცა მიშას თემა ძალიან აქტუალური იყო, მაშინ რომ ვინმეს რამე ეთქვა ნიკა მელიაზე, გეტყოდით, რომ პარტიიდან გაუშვან, გადააყენონ, არ მინდა მაგის ხსენება, მაგრამ დღეს ის ხალხი ებრძვის ნიკა მელიას, ვინც მეუბნება, რომ დღეს, რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არ არის. ასე რომ მელაპარაკებოდნენ აქციების დროს, ის ხალხი ნიკა მელიას ებრძვის, ამ ბრძოლაში ნიკა მელიას არ ებრძვიან იმიტომ, რომ ან ერთგულების ხარისხს უწუნებენ ან არასწორ ქმედებებს, შიდა რაღაც თავიანთი გავლენებისთვის ებრძვიან. მე ძალიან მინდა, რომ ნიკა მელია როგორიც იყო ციხეში შესვლამდე, ეგეთი ნიკა მელია დაბრუნდეს.

ნიკას საკუთარი რეიტინგი ჰქონდა მაშინ, როდესაც თავისი პირადი ბრძოლა დაიწყო, აჩვენა ბრძოლის ჟინი. დღეს თუ ნიკა მელია დაუბრუნდება იმ საწყის, რაც დაჭერამდე იყო, იმ ბრძოლის ჟინით, მასთან ერთად ომში წავალ
“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები