„ენმ“-ს წევრი, თენგო სანაია დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ს აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია ავრცელებს.
„თენგო სანაიას სახლში ჩატარდა ჩხრეკა, დაკავებულია თენგო და ჩემი ინფორმაციით გადაიყვანეს ისანი-სამგორის სამმართველოში, ძალიან მალე ვიქნები ადგილზე! შევიკრიბოთ სამმართველოსთან!“, - წერს ის.