რატომ მიუვიდა მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ორი ქვითარი

რატომ მიუვიდა მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ორი ქვითარი

31-01-2022, 16:20 - 2022
4 291
       

„თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ფაჩულიას განცხადებით, თბილისის მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდია.

მისი თქმით, ორი ქვითრის მისვლა სემეკის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება.

„თბილისის მოსახლეობას არცერთი თეთრით დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდია. იყო 2,50 ლარი და რჩება იგივე.

თუ რომელიმე მოქალაქე თვლის, რომ მოხდა ორმაგად დარიცხვა, ჩვენი ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაშია ჩართული, ასევე „ფეისბუკის“ „მესენჯერი“ საშუალებით არცერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება.

ჩვენ ვთხოვეთ „თელასს“ და „თელმიკოს“, რომ თუ მოქალაქე ვერ გადაიხდის იანვრის თვის მოსაკრებელს, მას ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდება“, - აღნიშნა ფაჩულიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ცნობით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2.5 ლარს შეადგენს. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები. კერძოდ, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები