კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის

კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის

26-09-2022, 12:40 - 2022
544
       

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, სააშკარაოზე გამოაქვთ, რომ გუნდში დაპირისპირებაა.

მე გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი. ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, ჩანს, მათი პარტიული საქმეებია და ალბათ, გაარკვევენ ურთიერთობებს. პარტიაში ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს. ალბათ, თავად დალაგდებიან“, - განაცხადა  კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები