„მიხეილ სააკაშვილი და მე ვართ თანამებრძოლები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძარაობის“ თავმდჯომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მეგობრობაზე უფრო მნიშვნელოვანი თანამებრძოლეობაა.
„მიხეილ სააკაშვილი და მე ვართ თანამებრძოლები. მე ვარ მიშას თანამებრძოლი, ის არის ჩემი თანამებრძოლი და ათასობით ადამიანი ვართ ამ ურთიერთობაში და მცდარია შთაბეჭდილება, წარმოდგენა ჩემთვის ცალსახად, რომ ამ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვართ, მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამებრძოლობა. მეორე პლანზეა გადმოწეული, სხვა საკითხია მე როგორ ვხედად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობას და მტკიცედ ვხედავ ამ გზას, ერთადერთ გზად მიმაჩნია, გამოსავლად, ო მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობაში ისტორიული უსამართლობა როგორ შეიძლება რომ აღმოვფხვრად - დავამარცხოთ რუსი ხელისუფლება“, - განაცხადა მელიამ.