„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ პარტიაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, სააკაშვილი პარტიის ხერხემალია და ეს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უნდა დაანახონ.
„მიხეილ სააკაშვილმა თვითონ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოველდღიურ საქმიანობაში ის ვერ იღებს მონაწილეობას, ისევე როგორც ქართულ პოლიტიკაში, და მას ჰყავს კონკურენტულად არჩეული თავმჯდომარე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის არის და იქნება სულიერი ლიდერი და დროშა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხერხემალი.
ამიტომ ის კომუნიკაცია, რომელიც მასთან პარტიის მხრიდან იყო, უნდა გამოსწორდეს და ყველამ, დაწყებული პარტიის თავმჯდომარით, დამთავრებული ჩვეულებრივი წევრით, უნდა შევძლოთ, ჩვენს საზოგადოებას დავანახოთ, ეს ასეა“, - განაცხადა ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.