„წამყვან ხუთ ეკონომიკაში საქართველო შვეიცარიასთან ერთად შედის“ -ღარიბაშვილი

„წამყვან ხუთ ეკონომიკაში საქართველო შვეიცარიასთან ერთად შედის“ -ღარიბაშვილი

23-09-2022, 23:46 - 2022
477
       

„წამყვან ხუთ ეკონომიკაში საქართველო შვეიცარიასთან ერთად შედის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამართლიანობის ინდექსის შესაბამისად საქართველო არის პირველ ადგილზე.

სამართლიანობის ინდექსის შესაბამისად საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში. ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილას ბიუჯეტის გამჭვირვალობით. ფრეიზერის ინსტიტუტის 2021 წლის კვლევების შესაბამისად, წამყვან ხუთ ეკონომიკაში შედის საქართველო შვეიცარიასთან ერთად. ჩვენი მიზანია უფრო დავუახლოვდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული გარდაქმნა, გავაძლიეროთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები