ოპოზიცია კეზერაშვილს პოლიტიკური ასპარეზიდან აგდებს - მელიას შემდეგ უსუფაშვილი

ოპოზიცია კეზერაშვილს პოლიტიკური ასპარეზიდან აგდებს - მელიას შემდეგ უსუფაშვილი

22-09-2022, 17:43 - 2022
645
       

პარტია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით ის ბედნიერია, რომ  ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, პოლიტიკური თუ მოქალაქეობრივი აქტიურობისა, არანაირი შეხება არ ჰქონია კეზერაშვილთან და არც აპირებს. 

ბედნიერი ვარ, რადგან არის ხალხი, ვისთან ურთიერთობასაც არც ერთ ეტაპზე არ მივიჩნევდი საზოგადოებისთვის სასარგებლო ურთიერთობად. არიან ასეთი ადამიანები თავიანთი ხედვიდან, პოლიტიკური, თანამდებობრივი თუ ბიოგრაფიიდან გამომდინარე. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანები არიან, მაგრამ ისინი არ შეესაბამებიან ჩემს წარმოდგენებს იმაზე, როგორი უნდა იყო გინდ პოლიტიკოსი, გინდ ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკას ეხმარები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები