„კითხვებს რომ დაესვას წერტილი, გეტყვით“ - ამირან გამყრელიძის ინტერვიუ

„კითხვებს რომ დაესვას წერტილი, გეტყვით“ - ამირან გამყრელიძის ინტერვიუ
22-09-2022, 16:22 - 2022
411

NCDC-ის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თანამდებობიდან წასვლის შესახებ საუბრობს.

გთავაზობთ გამყრელიძის განცხადებას.

ალბათ, არ არის ამის დრო, რომ სრულად გულწრფელად მოგახსენოთ წასვლის მიზეზი.

გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი/ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ასეა ნათქვამი ხომ?

არაფერი უჩვეულო არ არის, მსგავსი განმეორდა რამოდენიმე ქვეყანაში. შეგიძლიათ იხილოთ აგვისტოში შპიგელში პროფესორ დროსტენის (შარიტეს უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ვინც იყო გერმანიის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი პანდემიისას), დრ, ანდერს ტეგნელი, შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი და შვედური პანდემიური პასუხის არქიტექტორი, ყველასთვის კარგად ცნობილი ენტონი ფაუჩი და კიდევ სხვები.

გასაგებია, მე მათ არ ვედრები, მაგრამ გარკვეულ პარალელებს ნახავთ და შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოიტანოთ დასკვნები.

პანდემია ომია და ომში როცა მიდიხარ, ყოველთვის მზად უნდა იყო ყველაზე უარესისთვისაც. თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი, გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს. მთელი ჩვენი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურებით, მის განვითარებასა და წინსვლას და გეტყვით, რომ პატარა წვლილი შეგვაქვს. ასე გავიზარდე მე და ასე გავზარდე ჩემი შვილები.

ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს. ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამაში გასაკვირია არაფერი უნდა იყოს, რადგან ასე ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობის 85%. ასევე დავამატებ, რომ მე მქონდა პოლიტიკური თანამდებობა, რომელიც დავტოვე 2004 წელს და პოლიტიკაში არაფერს ვგეგმავ
“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა