„ენმ-ში ჩხუბი აქვთ, ვინ დააფინანსებს „მთავარს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“, - ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიაში შიდა კლანური ბრძოლა მიდის.
„მათ შიდა კლანურ ბრძოლაზე ჩვენ დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მათ აქვთ ფინანსებზე ჩხუბი ერთმანეთში, მათ აქვთ შიდა გავლენებზე ჩხუბი ერთმანეთში, მათ აქვთ ჩხუბი იმაზე, რომ ვინ დაიტოვებს, ვინ დააფინანსებს მთავარს, ტვ პირველს და ფორმულას და როგორ გადანაწილდება ეს ყველაფერი.
ჩვენ ვიცით, რომ ამ ტელევიზიებში მათ შორის ფინანსური პრობლემებია სერიოზული და ეს არის ამასთან დაკავშირებით, რომ ერთი მიმართულებით ფულის გამშვები შიდა ოლიგარქები, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები მეორე მიმართულებით არ უშვებენ და ამით ერთმანეთს აყენებენ შიდა ზიანს და ეს კლანური ბრძოლა მიდის შიგნით. მაგრამ ეს ქვეყნისთვის არის კარგი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.