„რუსეთი აღარ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს“,- ამბობს პუტინი რუსეთის სახელმწიფოებრიობის 1160 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სუვერენიტეტის ნებისმიერი შესუსტება საფრთხეს უქმნის რუსეთს.
„1160 წლის განმავლობაში ჩვენ მტკიცედ ვისწავლეთ, რომ რუსეთისთვის სასიკვდილოდ საშიშია სუვერენიტეტის თუნდაც მცირე ხნით დასუსტება, ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმა. ასეთ პერიოდებში რუსეთის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა, მეტი ასეთი შეცდომა არ იქნება მოსალოდნელი. ჩვენ არ დავემორჩილებით შანტაჟს და დაშინებას“, - განაცხადა პუტინმა.