შოიგუ ამტკიცებს, რომ ომში რუსეთმა მხოლოდ 5 937 ჯარისკაცი დაკარგა

შოიგუ ამტკიცებს, რომ ომში რუსეთმა მხოლოდ 5 937 ჯარისკაცი დაკარგა

21-09-2022, 11:59 - 2022
496
       

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ ომში უკვე დაკარგა არმიის ნახევარი, რუსეთმა კი 5 937 სამხედრო.

შოიგუ ამტკიცებს, რომ უკრაინის მხრიდან გარდაცვლილია 61 207 ადამიანი, დაჭრილია 49 368.

აღსანიშნავია, რომ კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

რაც შეეხება უკრაინას, ის კრემლის დანაკარგებს ყოველდღიურად აქვეყნებს, დღევანდელი მონაცემებით, რუსეთმა დაახლოებით 55 110 სამხედრო დაკარგა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები