ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
„დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე შესასვლელ აბრაზე უკრაინის დროშა აღიმართა! ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი თავისუფალია ოკუპანტებისგან, მაგრამ უაღრესად საშიშია, რადგან სავსეა სიცოცხლისთვის საშიში ჯართით“, - წერს კირილენკო.