ქუთაისში, ბანკში შეჭრილი პირის ვინაობა ცნობილია

ქუთაისში, ბანკში შეჭრილი პირის ვინაობა ცნობილია

20-09-2022, 21:27 - 2022
1 840
       

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა გრიგოლ ნარსია.

ახალგაზრდა მამაკაცი ნიღბით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და იმუქრებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებით.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამნაშავე რამდენიმე წლით პოლონეთში იყო წასული სადაც აზარტული თამაშების შედეგად დიდი ვალი დაუგროვდა. ამ წუთებში იმერეთის სამხარეო პოლიციაში მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს. იქ იმყოფება თავდამსხმელიც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები