ქუთაისში, საქართველოს ბანკში ვითარება დაძაბულია. ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი შეუძლოდ გახდა, მას მედიკამენტები ფანჯრიდან მიაწოდეს.
გარდა ამისა, კადრებში ჩანს, რომ შეიარაღებულ თავდამსხმელს ერთ-ერთი მძევალი კაცი შებოჭილი ჰყავს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. მძევლები თავდამსხმელის მოთხოვნით, გარე პერიმეტრზე მობილიზებულ პოლიციას მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვონ.
შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს.