ქუთაისში, ბანკზე თავდასხმელმა მოთხოვნები შეცვალა.
ის ითხოვს 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსეთის დროშას და ანკესს. მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პოლიციას დრო 15:00 საათამდე აქვს.
შეგახსნებეთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, ბანკზე თავდამსხმელს ამ დროისათვის მძევლად 12 პირი ჰყავს აყვანილი.