ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი პირი აცხადებს, რომ ბანკის შენობა დანაღმულია და დრო იწურება.
ოფიციალური ცნობებით, მძარცველს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი და 2 მილიონ დოლარს ითხოვს. რისთვისაც პოლიციას დრო 15:00 საათამდე აქვს.
ვიდეო კადრებში ასევე ჩანს, რომ სავარაუდოდ, თავდასხმელს ასაფეთქებელი ნივთიერებები ტანზეც აქვს მიმაგრებული.