დაუზუსტებელი ცნობით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა

დაუზუსტებელი ცნობით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა
20-09-2022, 12:44 - 2022
524

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველები ავრცელებენ.

მათი ცნობით, გასროლა ბანკში შეჭრიდან მალევე განხორციელდა.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს.

ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა