ერდოღანი: ამ საკითხში უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიეს

ერდოღანი: ამ საკითხში უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიეს

20-09-2022, 10:47 - 2022
697
       

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი 200 ტყვის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

ამის შესახებ მან ორშაბათს ამერიკულ სატელევიზიო შოუს PBS NewsHour-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ ტყვეების კრიზისის მოსაგვარებლად. ნაბიჯებს ვდგამთ და გარკვეულ პუნქტამდე მივედით. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით", - განაცხადა ერდოღანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები