ოკუპირებულ აფხაზეთში დათვმა რუსი დაკბინა

ოკუპირებულ აფხაზეთში დათვმა რუსი დაკბინა

20-09-2022, 02:06 - 2022
584
       

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დათვმა რუსეთის მოქალაქე დაკბინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ინციდენტი ზოოპარკში მაშინ მოხდა, როცა ტურისტმა დათვისთვის საკვების მიცემა გადაწყვიტა.

დაშვებული 17 წლის მოზარდია, დათვმა მას ხელი დაუზიანა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს თითი ნაწილობრივ მოწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ექიმებმა თითის გადარჩენა შეძლეს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები