„არც ერთს არ ვურჩევ“ - ვოლსკი მოსამაართლეებს აფრთხილებს

„არც ერთს არ ვურჩევ“ - ვოლსკი მოსამაართლეებს აფრთხილებს

19-09-2022, 22:33 - 2022
923
       

„არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას“, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ის ამტკიცებს რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, მართლმსაჯულებაში არავინ ერევა და თუ რომელიმე მოსამართლეს კონკრეტული ფაქტები აქვს, გამოაქვეყნოს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას, ვინაიდან ეს ქვეყანა დაიღალა ამ პოლიტიკური სცენის მიღმა თამაშებით და ინსინუაციებით, მოსამართლეს განსაკუთრებით არ ეკადრება. საქმეც უნდა აიღოს და თუკი მასზე ზეწოლა ხორციელდება, ფაქტები გამოაქვეყნოს და არა ჰაერში ნასროლი ლიტონი სიტყვები. ეს არ გამოხატავს იმ რეალობას, რაზეც რეიტინგები მიუთითებს. საკმარისი დონის თავისუფლება აქვს სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემას იმისთვის, რომ მოწინავე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს სარეიტინგო მაჩვენებლებში. ასე რომ, კეთილი ინებოს და ყველამ დაასაბუთოს თავის განცხადება“, - განაცხადა ვოლსკიმ.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები