„სოხუმში დაწყებული საპროტესტო აქციების უკან საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები დგანან“, - ეს განცხადება აფხაზეთის ე. წ. სააგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ, რუსულ მედიასთან გააკეთა.
არძინბა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება აფინანსებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოხუმის ქუჩებში გამოვიდნენ და რუსებისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა საპროტესტებენ.
რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გადაეცეს კრემლის მაღალჩინოსნებს ბიჭვინთა 49 წლით, ადგილობრივი ახალგაზრდობის მწვავე პროტესტი მოყვა.