„მთავარია, რომ საკუთარ თავთან არ გრცხვენოდეს იმისა, რასაც ამბობ და აკეთებ“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
განცხადება თეა წულუკიანმა POSTV-ის გადაცემაში განაცხადა.
„ადრეულ ასაკში მივხვდი და მიხარია, რომ მივხვდი - ორადორი რეალური უბედურება არსებობს, ეს არის ნაადრევი სიკვდილი და ავადმყოფობა. მეტი არაფერი არ არის, რამაც შეიძლება შეგაწუხოს. და მთავარია, რომ საკუთარ თავთან არ გრცხვენოდეს იმისა, რასაც ამბობ და აკეთებ - ეს ავადმყოფურად მაქვს.
პრინციპში, დანარჩენი არის ლიტერატურა და აქედან გამომდინარე, არც სანერვიულო არ არის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.