პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას სოციალურ ქსელში News Makers ავრცელებს.
ვიდეო შიდა პარტიულ შეხვედრას ასახავს, სადაც გახარია სხვადასხვა თემებზე საუბრობს.
„თუ ევროკავშირის გაფართოება მოხდა უკრაინისა და მოლდოვის ხარჯზე, და ჩვენ ვერ მოვასწარით ამ ორი ქვეყნის გვერდზე დადგომა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ერთი 20 წლით გადაიდება. 20 წლით დავიწყებული საქართველოს ევრუპული პესპექტივა ნიშნავს, რომ ელემენტარული ლუკმა ვხდებით რუსეთისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილი, თქვენი შვილი გაიზრდება იგივე გარემოში, რაშიც გავიზარდე მე. ეს არ ნიშნავს იმას, რუსულ სიმღერას მოვუსმენთ თუ ინგლისურს? ეს არის განათლებას როგორ მიიღებ, ჯანმრთელობის სისტემა როგორი გვექნება, ხელფასი როგორი გექნება, პენსია როგორი გექნება. ნიჭიერი ახალგაზრდები ქვეყნიდან რომ გადიან სად წავლენ? სამწუხაროდ ქართველები რუსულად ლაპარაკს უფრო მარტივად გაიხსენებენ. ამიტომ ეს არის თემები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის 20 წლის მომავალს. როგორ ფიქრობთ ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ - ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ 30 წლის მანძილზე ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ომი გამოვიარეთ, ბევრს მივაღწიეთ, პირველებიც ვიყავით ბევრ საკითხში, დღეს ახლა ვიღაც ტიპი გაიჩითა, რომელსაც რაღაც შიშები და ილუზიები აქვს, რომ ვიღაცა ებრძვის, ძალაუფლება ხელიდან ვერ გაუშვია, სკამსაა ჩაჭიდებული, რადგან თავის შიშებს ვერ მოერია. და მაგის გულისთვის რა? ქვეყანა გადავაგდოთ საჯიჯგნად? თქვენ რა გგონიათ? აღდგენილი რუსული იმპერია ისეთივე იქნება როგორიც ძველი საბჭოთა კავშირი? საბჭოთა კავშირს სხვა იდეოლოგიური საფუძველი ჰქონდა. დღეს რა იქნება თქვენი აზრით? არაფერი არ იქნება. თუ რუსეთის ნაწილი გავხდით, ვიქნებით ჩვეულებრივი სახინკლე, ბოდიში თქვენთან. გადმოგორდებიან რუსები, კარგს ჭამენ, კარგს სვამენ და გადაგორდებიან უკან. და ზოგიერთი ქართველი ამით ამაყი იქნება. რადგან რაღაც ორ კაპიკს აიღებს. დაავიწყდება ღირსებაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.