ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის სამაგალითოდ დასჯას ითხოვს.
დოროყაშვილის თქმით, იმ ზარალს რომელიც მისი თქმით ყოფილმა ქმარმა მიაყენა, ვერავინ აანაზღაურებს.
„რომელ სარჩელს გამოიყენებს სასამართლო და მოსამართლე ამით ვერანაირად ვერ მოხდება იმის კომპენსირება ჩემთვის. ამით ვერ გადაიხდის ნიკოლოზი მორალურ და ზნეობრივ საფასურს. რაც მე დამემართა ვერ ამინაზღაურებს ვერავინ. ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი, რა თქმა უნდა კანონის წინაშე და უნდა დაეკისროს ვალდებულება. ჩემი დაკითხვა გრძელდება და შესაბამისად, ის თუ გაინტერესებთ რა ძალადობებზეა საუბარი, საკმაოდ მოცულობითია ეს კონკრეტული შემთხვევა და მრავალი სახის ძალადობებზეა საუბარი“, - ამბობს დოროყაშვილი.