კალაძე: ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ხელისუფლება

კალაძე: ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ხელისუფლება

14-09-2022, 23:49 - 2022
588
       

„ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ხელისუფლება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები, განცხადებები,  ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ.

ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები, განცხადებები, ზუსტად ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, რასაც ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში, მათი დამოკიდებულება, დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი და ყველა წარმატებას, წინსვლას რომ ეწინააღმდეგება. 

ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება. 

არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ხალხს. 

დღეს, ისევე როგორც არასდროს, ქვეყანაში მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას, ასე რომ, საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც ომში მიიღებს მონაწილეობას, მეორე ფრონტი არ გაიხსნება საქართველოში
“, - განაცხადა კახა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები