კრემლის პროპაგანდისტი - უნდა ვაღიაროთ, რომ ხარკოვის ოლქში დავმარცხდით

კრემლის პროპაგანდისტი - უნდა ვაღიაროთ, რომ ხარკოვის ოლქში დავმარცხდით

14-09-2022, 23:18 - 2022
539
       

„უნდა ვაღიაროთ, რომ ხარკოვის  ოლქში დავმარცხდით“, - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა კარენ შაჰნაზარიანმა რუსული მედიის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არაღიარებამ შესაძლოა უფრო სერიოზული მარცხი გამოიწვიოს.

რთული ვითარების ფონზე, უნდა ვაღიაროთ, რომ ხარკოვის ოლქში დავმარცხდით. დამარცხებას ფასი მაშინ აქვს, როდესაც მისი აღიარება შეგიძლია და მომხდარისგან დასკვნას გამოიტან, ანუ რაღაცას ისწავლი. 

არაღიარება და არდაფიქრება სხვა უფრო მტკივნეულ და სერიოზულ მარცხს გამოიწვევს. ფაქტებს, რეალურად უნდა შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ რეალურად, ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს ვებრძვით
“, -  ამბობს კარენ შაჰნაზარიანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები