ფაშინიანი: სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 დაღუპულია

ფაშინიანი: სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 დაღუპულია

13-09-2022, 13:23 - 2022
467
       

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად სომხურ მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით კი  სომხეთის არმიის დანაკარგები 150-200 ადამიანია. 

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, შუაღამისას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა სხვადასხვა მიმართულებით - სოტკში, ვარდენისში, გორისში, კაპანში, არტანიშში და იშხანასარში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები