იოსელიანი - ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება

იოსელიანი - ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება

13-09-2022, 02:46 - 2022
541
       

„რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იქნება რადიკალური „მესიჯებით“ გამოსული, მეტი შანსი აქვთ, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამომრჩევლის რაღაც სოლიდური ნაწილი მიიღოს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა

ლევან იოსელიანის თქმით, სინამდვილეში ბრძოლა არა ხელისუფლების ცვლილებისთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ამომრჩევლისთვის მიდის.

ვფიქრობ,ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება და იმ დროისთვის, როცა პარტია დაიშლება და ამის ყველა ნიშანია სახეზე - მიხეილ სააკაშვილს შეიძლება აღარ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, პარტიაში ვიცით, რომ დაპირისპირებაა, ამომრჩეველი, რომელიც რადიკალური დღის წესრიგის მომხრეა, ამ ამომრჩეველს ვიღაც უნდა დაეპატრონოს.

რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იქნება რადიკალური „მესიჯებით“ გამოსული, მეტი შანსი აქვთ, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამომრჩევლის რაღაც სოლიდური ნაწილი მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ბრძოლა მიდის ხმებისთვის, სამომავლოდ თავისი ამომრჩეველი რომ გაზარდონ, ოღონდ გაზარდონ რადიკალური ამომრჩევლის ხარჯზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხარჯზე იმიტომ, რომ მათაც აქვთ, ჩემი აზრით, მოლოდინი, რომ ეს პარტია ადრე თუ გვიან, არჩევნებამდე დაიშლება, ამ ფორმით ვერ მიაღწევს ყოველ შემთხვევაში
“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები