„მუქარა სრულდება, იჯახის წევრებს დაგვიყადაღდა ქონება“ - სოსო გოგაშვილის შვილი

„მუქარა სრულდება, იჯახის წევრებს დაგვიყადაღდა ქონება“ - სოსო გოგაშვილის შვილი

13-09-2022, 01:24 - 2022
830
       

სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის ინფორმაციით, მას და მის ოჯახის წევრებს საკუთრებაში არსებული ქონება დაუყადაღდათ. 

ამის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა. 

დამიკავშირდა გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი, რომელმაც მომახსენა, რომ მე და ჩემს ოჯახის წევრებს დაგვიყდაღდა ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონება, რის შესახებაც დაგვიბარეს გენერალურ ინსპექციაში, სადაც დეტალურად გავეცნობი ინფორმაციას, ამჯერად რის საფუძველზე აპირებენ ჩვენს შევიწროვებას.

ბიძინა ივანიშვილი ოპერატიულად ასრულებს თავის მუქარას, რაც გომელაურმა შეატყობინა ციხის საშხაპეში მამაჩემს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას რაც იწვევს კეთილი ფილანტროპის განრისხებას.

ბრძოლა გრძელდება!
“, - წერს გოგაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები