რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
ის ამბობს, რომ ისევ ითხოვენ უკრაინის სრულ დანებებას.
„ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ გამართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს.
ახლანდელი „ულტიმატუმები“ - ბავშვების ვარჯიშია მომავლის მოთხოვნებისთვის. და მან იცის ისინი: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“, - წერს მედვედევი.