ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა
12-09-2022, 13:10 - 2022
597

ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ.



ფოტო: „ბათუმელები“.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა