სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი „ტვ პირველთან“ ადასტურებს მისი კოლეგის, ალექსანდრე სამხარაძის განცხადებას.
გოგაშვილი რუსეთში საიდუმლო შეხვედრის დეტალებსაც ასაჯაროვებს.
„2016 წელს მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში, ФСБ-ს საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ურთიერთობების განახლება - ანუ სუს-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. ბაზაზე დამხდა ФСБ-ს გენერალი სედოვი, რომელიც შემხდა მხოლოდ მე, შეხვედრა 30 წუთს გაგრძელდა და დაიგეგმა ჩვენი უფროსების ბორტნიკოვი-გომელაურის შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობების აწყობა. შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგარული და კონდრაბანდული ტვირთებისთვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა. მათი მოთხოვნა იყო, რომ რუსეთის მოქალაქეებს მინიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეობა. ბოლოს კი იმ რუსეთის მოქალაქეების არალეგალურად გადასცემა რუსეთისთვის, რომლებიც იძებნებოდნენ და არ იყვნენ სასურველი პირები რუსეთისთვის.
შეხვედრა ჩაინიშნა და შედგა იგივე ქალაქში ჩვენ უფროსებს შორის, მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი ვახტანგ გომელაური წავიდა ჯერ მანქანით, თუმცა თოვლის ჩამოწოლის გამო მოუწია უკან დაბრუნება, დამირეკა მე, მე ნინო გიორგობიანს ვთხოვე, რომ აირზენას მოემზადებინა თვითმფრინავი. მომზადდა ჩარტერული რეისი, რეისი შეასრულა ბოინგ-737-მა. თვითმფრინავმა პირველ ცდაზე ვერ შესძლო ვლადიკავკასში დაჯდომა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბოინგი ვლადიკავკაზის აეროპორტში დაჯდა, რეისს პირადად ვაკონტროლებდი.
შეხვედრის შემდეგ ჩვენი ოფიცრები, ჩიმაკაძე და ჭელიძე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მოსკოვში. მეორე მხრიდან ოფიცრების სახელი იყო სლავა და ვადიმი. იმავე წელს ოფიციალური ვიზიტით ვიყავით მინსკში, სადაც გომელაური და ბოტნიკოვი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. საუბრის შინაარსი არ ვიცი“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.