„მამაჩემის საქართველოში ჩამოსვლა პოლიტიკური მარცხი იყო“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის დამარცხდა.
„მამაჩემი 1 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, ეს იყო პოლიტიკური სვლა და მას ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური მიზნები. მან ამ მიზნებს ვერ მიაღწია, ამაზე შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ. პრინციპში, ეს იყო პოლიტიკური მარცხი. ბევრი დაპირების შემდეგ, მისი ჩამოსვლა არ გადაიზარდა იმ გარდამტეხ მომენტში, როგორც ეს იყო დაანონსებული.
ჩემი აზრით, იგი დამარცხებულ პოზიციაშია და ვფიქრობ, თავადაც ასე აფასებს საკუთარ თავს. ამჟამად, იგი ძალიან ცუდადაა, ავად და ეს პოლიტიკური ნების საკითხია ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დღეს ის ხელისუფლებისთვის აღარ წარმოადგენს პოლიტიკურ ოპონენტს, რომელიც უნდა განეიტრალდეს“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.