სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება.
როგორც გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, პრემიერ-მინისტრობის არანაირი სურვილი არ აქვს და თუკი ვინმე მსგავს რამეს შესთავაზებს, მისი პასუხი იქნება - არა.
„მე ჩემი ვადა მაქვს, რომელიც უნდა ჩავამთავრო, არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ან ნებისმიერი მინისტრის რანგში. მე ვიცი რასაც ვაკეთებ, რა რეფორმებიც მაქვს დაწყებული და პრაქტიკულად გამოვრიცხავ რაიმე იმაზე დიდ თანამდებობას, ვიდრე მიკავია.
მე არ ვაპირებ, არანაირი სურვილი ამის არ მაქვს. შემოთავაზებას აქვს ორი სავარაუდო პასუხი: ეს არის „კი“ და ეს არის „არა“, მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ „არას“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.